ონლაინ სწავლება • პრაქტიკული გაკვეთილები • უკუკავშირი
NATUSI
ეპოქსიდის სასწავლო კურსი
ეპოქსიდით მუშაობის შესწავლა ნულიდან პროფესიონალურ დონემდე. პრაქტიკულად და ეტაპობრივად.
კურსის პროგრამა
ამ კურსში შენ ისწავლი ეპოქსიდთან მუშაობის საფუძვლებს, ნედლეულისა და ხელსაწყოების სწორ შერჩევას, სამუშაო სივრცის მომზადებას, უსაფრთხოების წესებს, ყვავილებისა და სხვა მასალების ეპოქსიდისთვის მომზადებას, ჩამოსხმის ტექნიკას, ფერებთან მუშაობას და ნამუშევრის საბოლოო დამუშავებას.
ინფორმაცია კურსის შესახებ
კურსის დაწყება — გადახდის შემდეგ, შენთვის მოსახერხებელ დროს კურსზე წვდომა —ულიმიტოდ უკუკავშირი —6 თვე პლატფორმა — Telegram
რას ისწავლი კურსზე?
🌸 ეპოქსიდთან მუშაობის საფუძვლებს — მასალის სწორ შერჩევას, პროპორციებს, შერევას, შეღებვას და უსაფრთხოდ მუშაობის წესებს. 🌸 ყვავილების მომზადებას ეპოქსიდისთვის — სხვადასხვა მეთოდით გაშრობას, ფერისა და ფორმის მაქსიმალურად შენარჩუნებას და კომპოზიციის შექმნას. 🌸 სილიკონის ფორმებთან მუშაობას — ფორმის მომზადებას, ეპოქსიდის სწორად ჩასხმას და ნამუშევრის დაზიანების გარეშე ამოღებას. 🌸 კოსტერების, ჭიქის დასადგამების, სერვირების დაფებისა და დეკორატიული ნივთების შექმნას — სხვადასხვა ეფექტისა და ტექნიკის გამოყენებით. 🌸 სამკაულებისა და მცირე აქსესუარების დამზადებას — ყვავილებით, პიგმენტებითა და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით. 🌸 დიდი ზომის ნამუშევრებისა და მაგიდის ზედაპირების დამზადებას — მასალის რაოდენობის გამოთვლიდან ეტაპობრივ ჩასხმამდე. 🌸 ზედაპირისა და კიდეების საბოლოო დამუშავებას — გასწორებას, გაპრიალებას და ნამუშევრისთვის სუფთა, დასრულებული იერის მიცემას. 🌸 ხშირი შეცდომების თავიდან აცილებას — ბუშტების, არასწორი გამყარების და სხვა პრობლემების მიზეზებსა და გამოსწორების გზებს.
ვისთვის არის ეს კურსი?
🌸 მათთვის, ვისაც ეპოქსიდთან მუშაობის სწავლა ნულიდან სურს და ჯერ გამოცდილება არ აქვს. 🌸 მათთვის, ვისაც უყვარს ყვავილები, ხელნაკეთი ნივთები და შემოქმედებითი პროცესი. 🌸 მათთვის, ვისაც უკვე უმუშავია ეპოქსიდთან, მაგრამ სურს ტექნიკის დახვეწა, შეცდომების შემცირება და უფრო პროფესიონალური შედეგის მიღება. 🌸 მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ხელით შექმნას დეკორი, სამკაულები, სერვირების დაფები, კოსტერები და სხვა ნამუშევრები. 🌸 მათთვისაც, ვისაც მომავალში სურს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა და ეპოქსიდის ხელობა შემოსავლის წყაროდ აქციოს..
უკუკავშირი
🌸 კურსზე ჩარიცხვიდან 6 თვის განმავლობაში შეძლებ ჩემთან დაკავშირებას, კითხვების დასმას და საჭირო რჩევების მიღებას. 🌸 თუ მუშაობის პროცესში რაიმე სირთულე შეგექმნება, შეგიძლია გამომიგზავნო ფოტო ან ვიდეო და ერთად განვიხილავთ პრობლემას. 🌸 უკუკავშირი განხორციელდება Telegram-ის საშუალებით.
კურსის დასრულების შემდეგ ...
🌸 დამოუკიდებლად შეარჩევ და მოამზადებ ეპოქსიდს სამუშაოდ, სწორად გამოთვლი პროპორციებს და შეძლებ უსაფრთხოდ მუშაობას. 🌸 შეძლებ ყვავილების სწორად მომზადებას, გამოშრობასა და ეპოქსიდში გამოყენებას. 🌸 დამოუკიდებლად შექმნი კოსტერებს, სერვირების დაფებს, სამკაულებსა და სხვადასხვა დეკორატიულ ნამუშევარს. 🌸 შეძლებ სილიკონის ფორმებთან, პიგმენტებთან და სხვადასხვა დეკორატიულ ტექნიკასთან მუშაობას. 🌸 გეცოდინება როგორ აირიდო ან გამოასწორო მუშაობისას ყველაზე გავრცელებული შეცდომები და მიიღო სუფთა, ხარისხიანი შედეგი. 🌸 მიღებული ცოდნით შეძლებ საკუთარი იდეების განხორციელებას და სურვილის შემთხვევაში — შექმნილი ნამუშევრების გასაყიდად მომზადებას.
ვისთვის არ არის განკუთვნილი კურსი
🌸 ორსული და მეძუძური ქალებისთვის. 🌸 18 წლამდე პირებისთვის.